ზოგადი კითხვა:
მაინც რა არის სიყვარული?
თემატური კითხვები:
1.რატომ სურს პოეტს მზედ,ვარსკვლავად გარდასახვა?
2რატომ მოითხოვს ნიკოლოზ ბარათაშვილი სატრფოგან დილის ცვრად გადაქცევას?
შინააარსობრივი შეკითხვები:
1.ვინ იყო ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების სატრფიალო ლირიკის მუზა?2.რომელი ლექსები მიუძღვნა ნიკოლოზ ბარათაშვილმა ეკატერინე ჭავჭავაძეს?
Saturday, July 9, 2016
Friday, July 8, 2016
სასწავლო პროექტის მიზნები და ამოცანები
მოსწავლეები შეძლებენ:
- მოსწავლეები მოიძიებენ ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებას;
- გაეცნობიან პოეტის სატრფიალო ლირიკას,დაახარისხებენ,შეაფასებენ და დააკვირდებიან;
- იმსჯელებენ და იფიქრებენ იმაზე,თუ როგორ უყვარდათ და ესმოდათ სიყვარული მე-19 საუკუნეში და როგორ ესმით ამ გრძნობის არსი დღეს;
- გააკეთებენ პრეზენტაციას,შეადგენენ ბროშურას და გამოაქვეყნებენ.
მესამე დღის რეფლექსია
შევაჯამეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა.განვიხილეთ საშინაო დავალებები და მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისაგან.შევისწავლეთ ბროშურის შექმნა.სამუშაო დატვირთული,მაგრამ მეტად ნაყოფიერი და საინტერესო იყო.
Sunday, July 3, 2016
მეორე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ძალიანსაინტერესო იყო.შევისწავლეთ პროექტის იდეის განთავსება ბლოგზე..
პროექტის იდეა
თვითუკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს... ტანჯვით,წამებით,სევდით,ვაებით,ტკივილით,ფუსფუსით,ჯახირით,ვაი-ვაგლახით აღსავსე საწუთროში ცხოვრება არ ეღირსებოდა,მის ნაცრისფერ დღეებს სიყვარული რომ არ ალამაზებდეს და ამშვენიერებდეს.ნიკოლოზ ბარათაშვილის არა ერთი ლექსის მუზაა ეკატერინე ჭავჭავაძე.ამას ადასტურებს პოეტის ხელით გადაწერილი ლექსებიც,რომლებიც მხოლოდ ეკატერინე ჭავჭავაძის არქივში აღმოჩნდა.პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მოიძიებენ და გაეცნობიან ნიკოლოზ ბარათაშვილის სატრფიალო ლირიკას, რომლის შედეგადაც გაიაზრებენ და შეიცნობენ წრფელი სიყვარულის არსს,იფიქრებენ და იმსჯელებენ იმაზე,თუ როგორ უყვარდათ და ესმოდათ სიყვარული მე-19 საუკუნეში და როგორ უყვართ და ესმით ამ გრძნობის არსი დღეს.
Subscribe to:
Comments (Atom)