Sunday, July 3, 2016

პროექტის იდეა

თვითუკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს...   ტანჯვით,წამებით,სევდით,ვაებით,ტკივილით,ფუსფუსით,ჯახირით,ვაი-ვაგლახით აღსავსე საწუთროში ცხოვრება არ ეღირსებოდა,მის ნაცრისფერ დღეებს სიყვარული რომ არ ალამაზებდეს და ამშვენიერებდეს.ნიკოლოზ ბარათაშვილის არა ერთი ლექსის მუზაა ეკატერინე ჭავჭავაძე.ამას ადასტურებს პოეტის ხელით გადაწერილი ლექსებიც,რომლებიც  მხოლოდ ეკატერინე ჭავჭავაძის არქივში აღმოჩნდა.პროექტის  ფარგლებში მოსწავლეები მოიძიებენ და გაეცნობიან  ნიკოლოზ ბარათაშვილის  სატრფიალო ლირიკას, რომლის შედეგადაც გაიაზრებენ და შეიცნობენ წრფელი სიყვარულის არსს,იფიქრებენ და იმსჯელებენ იმაზე,თუ როგორ უყვარდათ და ესმოდათ სიყვარული მე-19 საუკუნეში და როგორ უყვართ და ესმით ამ გრძნობის არსი დღეს.

1 comment:

  1. სიყვარული ,ეს არის გრძნობა რომელზე საუბარიც არასოდეს მოგწყინდება ადამიანს, მითუმეტეს ახალ თაობას, დაუსრულებელი არგუმენტები აქვს ახალ თაობას,ტუმცა საწყენია ,რომ ამყარებენ მოსაზრებას რომ წრფელი სიყვარული არ არსებობს, რომ მხოლოდ ანგარებას ეფუძნება დღევანდელი სიყვარული,ბარათაშვილის სატრფიალო ლირიკა თუ შეაცვლევინებტ აზრს, ოღონდ მეეჭვება

    ReplyDelete