Wednesday, July 20, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

დასრულდა უაღრესად საინტერესო,შრომატევადი,მაგრამ ნაყოფიერი ტრენინგი.აქ მიღებულ სასწავლო სიახლეებს წარმატებით გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში.ტრენინგზე მიღებული ცოდნა გამიადვილებს სასწავლო პროექტებზე მუშაობას.განხორციელებული აქტივობები უფრო საინტერესოს გახდის ჩემი და ჩემი მოსწავლეების ურთიერთობას,აამაღლებს მათ მოტივაციას და გააუმჯობესებს სწავლის ხარისხს.დღეს შევაჯამეთ ტრენინგზე მიღებული ცოდნა,მოვახდინეთ საკუთარი პორტფოლიოს პრეზენტაცია,მივიღეთ საჭირო და საინტერესო რეკომენდაციები.დიდი მადლობა ქალბატონ ლალის.

Sunday, July 17, 2016

მერვე დღის რეფლექსია

მოვაწესრიგეთ პორტფოლიო,განვათავსეთ ბლოგზე.ტრენერისაგან მივიღეთ კონსტრუქციული მითითებები.დღე ძალიან დატვითული,მაგრამ საინტერესო იყო.ტრენინგიც დასასრულს მიუახლოვდა.

Saturday, July 16, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა.ვიმუშავეთ შეფასების ცხრილზეც,ნამუშევარი ავტვირთეთ გუგლ-დრაივში.ტრენერისაგან მივიღეთ კონსტრუქციული რჩევები,დიდი მადლობა მას .

Friday, July 15, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღეც მეტად საინტერესო და ნაყოფიერი იყო.გავიხსენეთ შესწავლილი მასალა,ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციაზე.დიდი მადლობა ქალბატონ ლალის იმ უზარმაზარი ენერგიისა და მოთმინებისათვის,რასაც ჩვენ მიმართ იჩენს.

Thursday, July 14, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია


დღე საკმაოდ დატვირთული იყო.განვიხილეთ საშინაო დავალებები და მივიღეთ სათანადო რეკომენდაციები.ვისწავლეთ გუგლ-დრაივში მუშაობა,ავტვირთეთ პროექტის გეგმის შაბლონი,მივიღეთ მომდევნო დღის დავალება.

Saturday, July 9, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია


დღევანდელი დღე უაღრესად დატვითული,მაგრამ საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა:
მაინც რა არის სიყვარული?

თემატური კითხვები:
1.რატომ სურს პოეტს მზედ,ვარსკვლავად გარდასახვა?
2რატომ მოითხოვს  ნიკოლოზ ბარათაშვილი სატრფოგან დილის ცვრად გადაქცევას?


შინააარსობრივი შეკითხვები:




1.ვინ იყო ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების სატრფიალო ლირიკის მუზა?2.რომელი ლექსები მიუძღვნა ნიკოლოზ ბარათაშვილმა ეკატერინე ჭავჭავაძეს?

Friday, July 8, 2016

სასწავლო პროექტის მიზნები და ამოცანები

მოსწავლეები შეძლებენ:

  1. მოსწავლეები მოიძიებენ ნიკოლოზ ბარათაშვილის   შემოქმედებას;
  2. გაეცნობიან პოეტის სატრფიალო ლირიკას,დაახარისხებენ,შეაფასებენ და დააკვირდებიან;
  3. იმსჯელებენ და იფიქრებენ იმაზე,თუ როგორ უყვარდათ და ესმოდათ სიყვარული მე-19 საუკუნეში და როგორ ესმით ამ გრძნობის არსი დღეს;
  4. გააკეთებენ პრეზენტაციას,შეადგენენ ბროშურას და გამოაქვეყნებენ.

მესამე დღის რეფლექსია

შევაჯამეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა.განვიხილეთ საშინაო დავალებები და მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისაგან.შევისწავლეთ ბროშურის შექმნა.სამუშაო დატვირთული,მაგრამ მეტად ნაყოფიერი და საინტერესო იყო.

Sunday, July 3, 2016

მეორე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიანსაინტერესო იყო.შევისწავლეთ პროექტის იდეის განთავსება ბლოგზე..

პროექტის იდეა

თვითუკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს...   ტანჯვით,წამებით,სევდით,ვაებით,ტკივილით,ფუსფუსით,ჯახირით,ვაი-ვაგლახით აღსავსე საწუთროში ცხოვრება არ ეღირსებოდა,მის ნაცრისფერ დღეებს სიყვარული რომ არ ალამაზებდეს და ამშვენიერებდეს.ნიკოლოზ ბარათაშვილის არა ერთი ლექსის მუზაა ეკატერინე ჭავჭავაძე.ამას ადასტურებს პოეტის ხელით გადაწერილი ლექსებიც,რომლებიც  მხოლოდ ეკატერინე ჭავჭავაძის არქივში აღმოჩნდა.პროექტის  ფარგლებში მოსწავლეები მოიძიებენ და გაეცნობიან  ნიკოლოზ ბარათაშვილის  სატრფიალო ლირიკას, რომლის შედეგადაც გაიაზრებენ და შეიცნობენ წრფელი სიყვარულის არსს,იფიქრებენ და იმსჯელებენ იმაზე,თუ როგორ უყვარდათ და ესმოდათ სიყვარული მე-19 საუკუნეში და როგორ უყვართ და ესმით ამ გრძნობის არსი დღეს.